ლანდშაფტი

საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და ფაუნისტური არეალები, ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი -  საქართველოს სამხრეთ-მთიანეთის ბუნებრივი პირობებისაგან.
საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები:რელიეფი, ჰავა, წყლები.... სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.