სასტუმროები

ვერე პალასი

სასტუმრო ,,ვერე პალასი” 11 წლის წინ გაიხსნა. დღეისათვის მას 42 კომფორტული ნომერი აქვს. სასტუმროს აქვს საპრეზიდენტო აპარტამენტები, ახალი რესტორანი, ბარი, აუზი, ფიტნეს ცენტრი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები (3 მცირე და 1 დიდი დარბაზი, რომელიც 150 ადამიანს იტევს). აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ,,ვერე პალასი” სტუმრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით.

მისამართი: თბილისი, ქუჩიშვილის, 22