სასტუმროები

რუმსი

სასტუმრო Rooms არის Rooms Hotel პირველია მსგავსი ტიპის სატუმროთა შორის საქართველოს ამ რეგიონში - მთიანი კურორტის სასტუმრო გთავაზობთ სიმყუდროვეს, კეთილმოწყობილ და ფუფუნებით აღსავსე გარემოს: ელეგანტური და, ამასთან, უბრალო ოთახები პლუშის საწოლებით, განსაცვიფრებელი ხედი, საერთაშორისო სატელევიზიო არხები და სწრაფი უკაბელო ინტერნეტი (WiFi). ინტიმურობისა და განტვირთვის გრძნობა ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელშიც სასაუზმე ოთახში ერთ მაგიდასთან დაწყებული სიმღერა ადვილად ვრცელდება მთელ დარბაზზე და რომელიც ხალხს ერთმანეთთან აახლოვებს ისე, როგორც ეს წარმოუდგენელია მოხდეს ოფიციალურ ადგილებში. სასტუმროში ყოფნისას  თქვენ მოგემსახურებათ 100 პროფესიონალი პერსონალი. სასტუმროში თქვენთვის შექმნილია ქალაქგარე ატმოსფერო, თქვენ საშუალება გაქვთ მოთავსდეთ დიდ დაწნულ სავარძლებში ფართე ტერასაზე, დატკბეთ მის ქვევით გაშლილი მინდვრის ხედით, რომელზეც სეირნობს ფაშატი კვიცთან ერთად ან ისეირნოთ კვადროცილებით სასტუმროს გარშემო გაშლილ ხავერდოვან ფერდობზე. მსგავს გართობას ბუნების წიაღში თქვენ ვერსად შეძლებთ ამ გასაოცრად ლამაზ ქვეყანაში. ყოველ საღამოს, არაფორმალურ გარემოში, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დააგემოვნოთ ცნობილი ქართული სამზარეულო, რომლის ვრცელი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ A La Carte-ს მენიუში, ღვინის ფართო არჩევანთან ერთად. ბუნებრივ სილამაზეში განლაგებული დახურულ აუზს, სპა-სალონს კაზინოსთან ერთად დამატებითი წვლილი შეაქვს  შეუდარებელ დასვენებაში, რომლის მიღებაც შეგიძლიათ აქ სტუმრობისას.

აზბეგის სასტუმრო Rooms არის Rooms Hotel ქსელის პირველი პროექტი, რომელიც განლაგებულია ბრწყინვალე და საოცარ კავკასიის ქედზე. საქართველოს ეს მხარე მსოფლიოში ცნობილია  შესანიშნავი ქედითა და მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი სიმაღლით (5,033 მეტრი). ყაზბეგის მწვერვალი არის მთასვლელების ერთ-ერთ უსაყვარლესი სიმაღლე 1868 წლის შემდეგ, როდესაც ლონდონის ალპური კლუბის ინგლისელმა წარმომადგენელმა დაიპყრო ის.  მას შემდეგ ეს მწვერვალი რჩება განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად მთამსვლელთათვის.

ის ასევე ცნობილია მრაველფეროვანი გარეული ყვავილების სახეობებით, რომლებიც  განსაკუთრებით აოცებენ სტუმრებს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აქაური მრავალწლიანი ნარგავებით შეიქმნა ინგლისის ცნობილი მამულების ლეგენდარული ბაღები.  მრავალწლიანი ნარგავები, ვიქტორიული ეპოქის დროს, ინგლისში გატანილ იქნა ცნობილი ბოტანიკოსების მიერ.
ამ რეგიონს სახელი დაერქვა ადგილობრივი აზნაურის კლასიკოსი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის პატივსაცემად, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მწყემსად ცხოვრობდა ამ რეგიონში და საკუთარ ნაწარმოებებში აღწერდა ამ მთების საოცარ მრავალფეროვნებასა  და სილამაზეს.