სასტუმროები

პრეზიდენტ პლაზა

ულამაზესი სასტუმრო „პრეზიდენტ პლაზა“ განთავსებულია ქალაქ ბათუმში, მედეას ქანდაკების მახლობლად, ერას მოედანზე. სასტუმრო გთავაზობთ დახურულ საცურაო აუზსა და სავარჯიშო დარბაზს, სასტუმროს ადმინისტრაცია კი 24 საათიან რეჟიმში მოგემსახურებათ. სასტუმროს ელეგანტური ოთახები კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ოთახებში თქვენ თბილი ფერები და სიმყუდროვე დაგხვდებათ. ოთახებში თქვენ ასევე ბრტყელეკრანიან ტელევიზორსა და მაღალი სტანდარტების სველ წერტილებს აღმოაჩენთ.

სასტუმრო „პრეზიდენტ პლაზა“-ს რესტორანში კი უკვე ღია ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და დაუვიწყარი ქართული სამზარეულო გელოდებათ. სტუმრებს საშუალება ექნებათ რესტორანშივე დაუკვეთონ სუშის ნაირსახეობა და სასმელების დიდი არჩევანი. სასტუმრო „პრეზიდენტ პლაზა“-ს სტუმრებს ასევე საუნა და დაუვიწყარი სპა სალონი ელოდებათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაიკეთონ მრავალფეროვანი სამასაჟე პროცედურები. ზღვის სანაპირო სასტუმროდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებაზე მდებარეობს, ცნობილი პიაცას მოედანი 400 მეტრის დაშორებაზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი სასტუმროდან 15 კმ-ის დაშორებაზეა განთავსებული.

მისამართი: ბარათაშვილის ქ. 17, ბათუმი.