სასტუმროები
ბუტიკი სასტუმრო პიაცა ბათუმი
ბათუმის შუაგულში, პიაცაზე გაიხსნა პირველი დიზაინერული ბუტიკი-სასტუმრო იგივე სახელწოდებით “Piazza”.
Piazza ბუტიკი სასტუმრო – ეს არის განუმეორებელი სტილის და უნიკალური იდეის შერწყმა. სასტუმროში არის 16 ნომერი, რომლებიც 8 სტილითაა გაფორმებული:
“Country“ – სოფლის სახლი, სადაც ხის ავეჯი და სოფლის ატრიბუტიკა ჭარბობს;
«Avangard» – კონტრასტული ფერებით გაჯერებული გეომეტრიული ფორმების ნაირსახეობა;
“Retro“ – სიმშვიდისა და კომფორტის განცდა;
“Pop Art“ – თანამედროვე სიგიჟე;
“Shabby Chic“ – სტილი, რომელიც რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის და წარსულში გვაბრუნებს;
“Art Deco“ – სიმდიდრე და ელეგანტურობა;
“Chinese Style“ – აღმოსავლური მოტივები;
“English Style“ – მაქსიმალური სისადავე;
თითოეული ნომერი აღჭურვილია კომფორტისთვის საჭირო ყველა ნივთით. ასევე ნომრის ღირებულებაში შედის უფასო Wi-Fi. ყველა ნომერს აქვს ორი აივანი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ზღვაზე, მთებზე და მთელს ბათუმზე. ზღვის სანაპირომდე კი მხოლოდ 300 მეტრია.
ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ და გადაიხადოთ on-line ჩვენი საიტის მეშვეობით.
ბუტიკი-სასტუმრო “Piazza “ გელით ნებისმიერ დროს.
ჩვენი კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
მისამართი: ფარნავაზ ფეფის ქ. 25;ბათუმი