სასტუმროები

გუდაური ჰათი

სასტუმროში “გუდაური ჰათ”, რომელმაც თავისი პირველი სეზონი 2005 წელს გახსნა, 2006 წლის ზაფხულში მასშტაბური გაფართოება განხორციელდა. დამატებული იქნა 14 ახალი ნომერი, რესტორანი ტრადიციულ ქართულ სტილში, ბუხრის ოთახი და ნამდვილი რუსული აბანო. სასტუმრო “გუდაური ჰათ” იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მცირე ზომის მყუდრო სასტუმროს და დაუვიწყარ ქართულ სტუმართმოყვარეობასა და სამზარეულოს. ჩვენს სტუმრებს შორის არიან არა მხოლოდ უბრალო მოთხილამურეები და სნოუბორდისტები, არამედ ექსტრემალებიც. სასტუმრო “გუდაური ჰათ” შედგება 27 ნომრისგან, მათ შორისაა 2 და 4-ადგილიანი ნომრები. სტუმრის სურვილისამებრ შესაძლებელია დამატებითი საწოლის გამოყოფა.