სასტუმროები

გოლდენ პალასი ბათუმი

სასტუმრო „გოლდენ პალასი“ მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრში, აეროპორტიდან 15 წუთის სავალ მანძილზე. შენობის არქიტექტურა გადაწყვეტილია ძველი ბათუმის სტილში. სასტუმროში 51 კომფორტაბელური ოთახია: სტანდარტული ერთადგილიანი, სტანდარტული ორადგილიანი, ბიზნეს ლუქსი, საოჯახო და საპრეზიდენტო აპარტამენტი. ნომრების აივნებიდან ქალაქის, ზღვისა და მთის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. სასტუმროს თითოეულ ოთახში ხელმისაწვდიმის უფასო უკაბელო ინტერნეტი, სატელიტური ტელევიზია, ტელეფონი, მინი-ბარი და სეიფი. სასტუმროსთან ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც გთავაზობთ ქართული, ევროპული და თურქული კერძების ფართო არჩევანს. საქმიანი შეხვედრებისათვის სასტუმრო „გოლდენ პალასში“ საკონფერენციო დარბაზიც ფუნქციონირებს, რომელიც 50 ადამიანზეა გათვლილი.

აზარტული თამაშების მოყვარულთათვის, სასტუმროში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ასევე სამორინე. „გოლდენ პალასი“ - ეს არის თანამედროვე სათამაშო სივრცე მდიდრული ინტერიერით, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, კეთილგანწყობილი ატმოსფეროს და მაღალი კლასის სერვისის გარანტიას იძლევა. სამორინეს სტუმრებს აზარტული თამაშების დიდი არჩევანი დახვდებათ: ამერიკული რულეტკა, ბლექ-ჯეკი, რუსული პოკერი, ექვსკარტიანი პოკერი, სამკარტიანი პოკერი, ტეხასური პოკერი, და რა თქმა უნდა ფულადი და ფასიანი საჩუქრების რეგულარული გათამაშებები. თქვენს განკარგულებაშია ასევე: სათამაშო ავტომატების სალონი ჯეკ-პოტის მრავალფეროვნებითა და ვიპ დარბაზი ვიპ მოთამაშეებისათვის განკუთვნილი ცალკე შესასვლელით, მაქსიმალური ფსონებით პრივატული თამაშებისათვის. რბილი შუქი, სასიამოვნო მუსიკა, კომფორტული გარემო, უფასო ბარ-რესტორანი და უნაკლო სერვისი თქვენს დასვენებას სასტუმროში „გოლდენ პალასი“ განუმეორებელს გახდის.

მისამართი: კ. გამსახურდიას ქ. 8/10; ბათუმი,