სასტუმროები

ქორთიარდ მარიოტი თბილისი

ექვს სართულიანი სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტი" ქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. შენობა აგებულია XXს. მიწურულს იმდროინდელი თბლისისისათვის დამახასიათებელი პოსტ-მოდერნული არქიტექტურის გავლენით. პროექტის ავტორია ვ. ცინცაძე.             

'ქორთირდ-მარიოტის' შენობის მასშტაბი მკვეთრად აღემატებოდა მაშინდელი თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედნის მასშტაბს და გავლენა იქონია მოედნის  რეკონსტრუირებული შენობების სიმაღლის მატებაზე.
დღეს `ქორთიარდ-მარიოტი~ ითავსებს როგორც ფეშენებელური სასტუმროს სერვისს, ასევე ძალზე მოსახერხებელია საქმიანი შეხვედრებისა და საღამოების ორგანიზების მხრივ.  სასტუმროს ადგილმდებარეობა ქალაქის ცენტრში განაპირობებს მის სიახლოვეს თბილისის კულტურულ-გასართობი დაწესებულებების უმეტესობასთან.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, 4