გეოგრაფია

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით -აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. 

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს.