სასტუმროები

შერატონი ბათუმში

"სასტუმრო შერატონი ბათუმი" შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 - 10 წუთის გზაა. ის პირველი საერთაშორისო 5 ვარვსკლავიანი სასტუმრო ბრენდია რეგიონში და უკვე მოიხსენიება როგორც "შავი ზღვის კაშკაშა ვარვსკლავი". სასტუმრო შერატონ ბათუმში 203 ოთახი და სუიტია, მათ შორის 21 სართულზე მდებარე 300 კვ. მეტრიანი პენთჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოთ შერატონისათვის შექმნილი სვით-სლიფერ საწოლებით. ვესტიბიულში თქვენ ნახავთ ლინკ@შერატონს- უნიკალურ სამუნიკაციო ცენტრს, სადაც ჩვენს სტუმრებს შეეძლება ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ინტერნეტ სორფინგის განხორციელება და მოგზაურობის დროს თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდამ კავშირში ყოფნა.

750 კვადრატულ მეტრიანი შაინ სპა-შერატონის გამაჯანსაღებელი ცენტრი მოიცავს დახურულ და ღია აუზს, საუნას, ორთქლის ოთახს, არაჩვეულებრივ თურქულ აბანოსა და მასაჟის კაბინეტებს. აქ ყველაფერი, სასიამოვნო გარემოდან დაწყებული და გულთბილი მიღებით დამთავრებული, საგანგებოდაა შერჩეული თქვენთვის რათა განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ, მოიხსნათ სტრესი და დაძაბულობა დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ განიტვირთოთ შერატონის ფიტნესს ცენტრში, რომელიც ოპერირებს კორ პერფორმანსთან თანამშრომლობით. კორ პერფორმანსი ეს არის ორგანიზაცია რომელის ავარჯიშებს ელიტარულ ათლეთებსა და ოლიმპიელებს. როგორც იცით ფიტნესი და მოგზაურობა ურთიერთდაკავშირებულია, კორ პერფორმანსთან თანამშრომლობით კომპანიას შემუშავებული ქვს რჩეული ვარჯიშების პროგრამა, რომლის წყალობითაც მოგზაურობის დროსაც მუდამ ფორმაში და ენერგიით აღსავსენი იქნებით. კორ პერფორმანსის რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესზე თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

მისამართი: რუსთაველის N28, ბათუმი, საქართველო.